ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ოთხი მედალი მოიპოვა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ოთხი მედალი: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა.
ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა მედლები რაპირით ასპარეზობაში აიღო. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო, ასევე მან იგივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
წყარო: itv.ge