“ბატონი გიას პოლიტიკურ გემოვნებას არავითარი კავშირი არ აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მოღვაწეობასთან”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ ტვ “მთავარ არხთან” განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბრალდებები, რომ გია ბუღაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა უნივერსიტეტიდან, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ ცუდი სურათის შექმნის მცდელობა.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზღურბლს რომ გადმოვა პროფესორი, მისი მოვალეობა არის რომ სტუდენტებს ასწავლოს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩემთვის, ამ შემთხვევაში როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის, არანაირი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია. უბრალოდ ეს არის გარკვეულად პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან ჩემს მიმართ სურვილი, რომ რაღაცა სიტუაციაში გამრიონ. უბრალოდ დროშია აცდენილი ეს ყველაფერი”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
შეგახსენებთ: გია ბუღაძეს თსუ-დან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია 5 დეკემბერს, გავრცელდა.