სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება – გათავისუფლებაზე 9 დეკემბერს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

სასამართლო ექსპრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობას განიხილავს, რომლის მიხედვით, ისინი სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ.