უნგრეთმა უყრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება დაბლოკა. ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა უნგრეთის ამ გადაწყვეტილებას ამორალური უწოდა.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირი შეეცდება, უყრაინის დასახმარებლად ალტერნატიული გზები მოძებნოს.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ პაკეტი მთლიანობაში. თუმცა, ეს არ შეაფერხებს ჩვენს ამბიციებს, იანვრიდან დავიწყოთ დახმარების გამოყოფა უკრაინისთვის. ჩვენ ვიპოვით გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად”, — განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბიგნევ სტანიურამ.
ევროკავშირის წევრი უნგრეთი ეწინააღმდეგება მრავალწლიან ფინანსურ კანონმდებლობაში შესწორებას, რომელიც ერთხმად უნდა იქნეს მიღებული.
ევროკავშირი გეგმავდა, მომავალ წელს 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაეწია ომით დაზარალებული უკრაინისთვის.
თუმცა, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიხაი ვარგამ ევროსაბჭოს მიერ 2023 წელს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე წინააღმდეგობა გამოთქვა.