ანა წითლიძე: თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილოდ გაწირავს, პროტესტის აბსოლუტურად ყველა ბერკეტს მივმართავთ

თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილოდ გაწირავს, პროტესტის აბსოლუტურად ყველა ბერკეტს მივმართავთ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ “ტვ პირველის”ეთერში განაცხადა.

“ჩვენი სტრატეგია დაიგეგმება იმის მიხედვით, რა მოხდება 9 დეკემბერს და რა სურათს მოგვცემს 9 დეკემბრის სასამართლო. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესები მორჩეს მალე, ამას იმიტომ ვამბობ, რომ პრეზიდენტის სიცოცხლისთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია და თუ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ანუ ვგულისხმობ ობიექტურ გადაწყვეტილებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენი სტრატეგია იქნება სხვა, მაგრამ თუ 9 დეკემბრის შემდეგ მოვლენები განვითარდა ისე, რომ სასამართლო პროცესი გაიწელა, ან სასამართლომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი გაწიროს სასიკვდილოდ, მაშინ, რა თქმა უნდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვერ იქნება ისე, როგორც ვართ დღეს. დავიწყებთ პროტესტის აბსოლუტურად ყველა ბერკეტის გამოყენებას. თუ მიხეილ სააკაშვილს გაწირავს სასამართლო, მაშინ “ნაციონალური მოძრაობაც” უნდა იყოს ბრძოლისთვის და თავგანწირვისთვის მზად”- განაცხადა ანა წითლიძემ.