კულებას განცხადებით, უყრაინულ დიპლომატიურ მისიებს 15 ქვეყანაში 31 „საეჭვო“ პაკეტი გაეგზავნა

უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, კულებას განცხადებით, უყრაინულ დიპლომატიურ მისიებს 15 ქვეყანაში 31 საეჭვო პაკეტი გაეგზავნა.

“ოფიციალური” კიევი აღნიშნულს „ტერორისა და დაშინების კამპანიას“ უწოდებს.

კულებაუსის განცხადებით, ბოლო ორ დღეში, საეჭვო პაკეტები მიიღეს იტალიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, დანიის საელჩოებში, ისევე როგორც გდანსკის საკონსულოში.

„საერთო ჯამში ჩვენ გვაქვს 31 შემთხვევა 15 ქვეყანაში: ავსტრია (1), ვატიკანი (1), დანია (1), ესპანეთი (5), იტალია (4), ყაზახეთი (1), ნიდერლანდები (1), პოლონეთი (6), პორტუგალია (2), რუმინეთი (2), ამერიკის შეერთებული შტატები (1), უნგრეთი (2), საფრანგეთი (1), ხორვატია (1), ჩეხეთის რესპუბლიკა (2)”, – დაწერა კულებამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გასულ კვირას უყრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მთელი ევროპის მასშტაბით „სისხლიანი პაკეტები“ მიიღეს – ზოგიერთი მათგანში ცხოველების თვალები იყო მოთავსებული, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩოში კი კონვერტში მოთავსებული ბობმი მიიღეს.