მე ვარ საქართველოს მხარეზე. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რუსეთსა და უკრაინას შორის ვის მხარესაა.
პრემიერის თქმით, ის სამართლიანობის მხარეს არის.
„მე ვარ საქართველოს მხარეზე. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის სურვილი. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, საქართველოზე. მე ვარ სამართლიანობის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.