ირაკლი ღარიბაშვილი: რაღა მეშველება, ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს

რაღა მეშველება, გავიგე. ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია. ბოლო ორი დღეა, მინდა, საზოგადოებას განვუმარტო და მათ შორის ყველას, ვინც  შესაძლოა, უსმენდა ამ არასწორ ინტერპრეტაციებს ჩემი ნათქვამის. მგონი, ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო ჩემი ნათქვამი.” – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

“პირველ რიგში მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო ყველა გარდაცვლილი, უკრაინის ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებს, ეს არის ტრაგედია, ეს არის დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით.

მე ვთქვი, რომ სახელმწიფოს რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ ყველა ეს ადამიანი სამხედრო პატივით მიებარა მიწას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ადამ კინზინგერმა “ტვიტერში დაწერა: „ქართული ლეგიონის არც ერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა „მოტყუებული“. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს, თითქოს მათ სიმართლე არ იციან?“