„ღარიბაშვილმა „საწყალი ბიჭები“ რატომ გვიწოდაო!“ – ეწყინათ უკრაინაში მეომარ საქართველოს მოქალაქეებს, და მართლებიც არიან, რადგანაც არც ბიჭები არიან და არც საწყლები – მათ საკმაოდ გამოცდილება გააჩნიათ და იცოდნენ სად და რის სანაცვლოდ მიდიან!
ნებისმიერი ქართველი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ომობს, არის დაქირავებული ბოევიკი, მამლუქი, ტერორისტი, ქილერი – როგორც გნებავთ, და არა გმირი, რადგანაც სამშობლოს გულისთვის კი არა, ფულისთვის ომობს, ანუ ასრულებს თავის სამუშაოს, რადგანაც მათი პროფესია – კაცთა კვლა.
როცა საქართველოს ტერიტორიები აქვს დაკარგული და შენ მიდიხარ უკრაინაში თუ ავღანეთში, ერაყში და აფრიკაში მაღალი ანაზღაურების გულისთვის, შენ საქართველოს გმირი არ ხარ, შენი ოჯახისთვის – კი, გმირი ხარ, რადგანაც ამ ფულს შენს ოჯახს უგზავნი. საქართველოს არ აქვს რუსეთთან ომი გამოცხადებული, და ამიტომ ღარიბაშვილი ამაშიც ცდება – სახელმწიფო არ არის ვალდებული, თავისი ხარჯებით მათი ნეშტები საქართველოში ჩამოასვენოს და სამხედრო პატივით დაკრძალოს – მარტო იმათი, ვინც საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აფხაზეთში ომობდა. გმირი ქართველი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად იომებდა, და არა ნაცისტი ბანდერელების უზარმაზარი ტერიტორიისთვის, დასახლებული პუნქტებისთვის უცხო დასახელებებით! მით უმეტეს, რომ ისინი დასავლეთის საზარბაზნე ხორცი და 50 მილიონი არიან, ქართველები კი სულ 2 მილიონი…
მაშასადამე, მათი სახელობის ქუჩები თბილისში არ უნდა იყოს, უნდა იყოს სერგო თეთრაძის სახელობის ქუჩა! და რატომ არ არის დღემდე თეთრაძის სახლზე მემორიალური დაფა, ბატონო საკრებულოს თავმჯდომარევ?!
ეს არ ეხება ქართველებს, ვინც უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის არმიის შემადგენლობაში ომობს. ისინი არ არიან დაქირავებულები და მოსყიდულები, ისინი უბრალოდ პოლიცაიებისა და ბანდერელების მიერ მოტყუებული ნეონაცისტები არიან. ქართველი ხალხს სირცხვილი და თავის მოჭრა, რადგანაც მათმა ბაბუებმა ზუსტად რომ ამ ნაცისტ ბანდერელებთან ბრძოლაში სისხლი დაღვარეს!
„უკრაინა აღშფოთებულია, რომ საქართველო არც მოძველებული საბჭოთა იარაღით, არც გენერატორებით და არც სხვა, ორმაგი დანიშნულების ტექნიკით არ დაეხმარა!“ – გამოაცხადა საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა. ვპასუხობ – უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ქართველი ხალხის მცირე ნაწილი, არიან ნაცისტები, როგორც გერმანელი ფაშისტები იყვნენ. როცა გერმანიაში ჰიტლერის ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, რუსებთან ომი დაიწყეს, სასტიკად დამარცხდნენ და გერმანიის მიწებიც დაკარგეს. როცა საქართველოში მიშტლერის ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათაც მოინდომეს რუსებთან ომი და საქართველოს მიწები დაკარგეს. დღეს ნაცისტები უკრაინის ხელისუფლებაში არიან, რუსებთან ომობენ და უკრაინის ტერიტორიები დაკარგეს, მალე საბოლოოდ დამარცხდებიან და დანარჩენ უკრაინასაც დაკარგავენ.
როცა უკრაინის დიპლომატი ამბობს, რომ საქართველო უკრაინას იარაღით არ დაეხმარა და ამავე დროს აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს უბიძგებდა საქარველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ის, როგორც ყველა ნაცისტი, გონებაჩლუნგია. გარდა იმისა, რომ კიეველმა ხელმძღვანელებმა პირდაპირ იხმარეს ტერმინი „მეორე ფრონტი“ საქართველოსთან მიმართებაში (იხ. გუგლში), იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ხომ რუსეთის წინააღმდეგ იგივე ომის გამოცხადების ტოლფასია! კი, შეიძლება „ტეხავს“, რადგანაც უკრაინა 2008 წელს დაგვეხმარა – როგორც გვამადლის უკრანის ელჩისნაცვალი, მაგრამ ის საქართველოს კი არ დაეხმარა – სააკაშვილს დაეხმარა! ამიტომაც უკრაინა საქართველოს მტერია, რადგანაც ქართული პროკურატურის მიერ ძებნილ სააკაშვილს – ქართველების ჯალათს და მკვლელს, კაცობის, კაცობრიობისა და ადამიანობის წინააღმდეგ დამნაშავეს – უმაღლეს თანამდებობებზე ნიშნავდა და საქართველოს არ გადასცა!
და ბოლოს – ეს ელჩისნაცვალმა (რადგან უკრაინამ საქართველოდან ელჩი, როგორც არამეგობარი ქვეყნიდან, დიდი ხანია გაიწვია და მეტიც – აქ შემოჭრისთვის ემზადება – იხ. გუგლში) გამოაცხადა, რომ უკრაინამ 2013 წელსაც რაღაც არნახული დახმარება გაუწია საქართველოს! უკაცრავად, და რაზეა აქ ლაპარაკი, ეს ხომ რაღაც ახალია?! საკაშვილის მკვლელების ნაწილი რომ შეიფარეს და ხელისუფლება დააკომპლექტეს, რადგანაც უკრაინელი ნაცისტები ქართველ ნაცისტებზე უარესი დეგენერატები არიან, ამას ხომ არ გულისხმობდა?! ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“ რა დახმარება მიუღია უკრაინისგან 2013 წელს, ისე რა გაჭირვებიათ? მთელ მსოფლიოში, ევროპაში თუ ამერიკაში, იფურთხებიან უკრაინელების დანახვაზე, რადგანაც ასეთი თავხედი და უმადური ხალხი მსოფლიოში მეორე არ არის. როდემდე უნდა შევინახოთ ეს ვითომ ლტოლვილები ისედაც გაჭირვებული ქართველი ხალხის ხარჯზე?!
ბოლოთქმა:
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში”.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი
არნო ხიდირეგიშვილი