შალვა პაპუაშვილი – გერმანიაში ბევრისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იყო

შალვა პაპუაშვილი – გერმანიაში ბევრისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იყო.

– “დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფთან, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის საგარეო სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია – ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა.

ჩვენ ბევრისგან მოვისმინეთ იმის გააზრება, რომ ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, გადაწყვეტილება იყო შეცდომა. ამიტომ, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ვფიქრობ, სრული გაცნობიერებაა, რომ სჯობდა, საქართველოს მიმართ ივნისში გადაწყვეტილება ყოფილიყო პოზიტიური. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით გადაწყვეტილება შემდეგში პოზიტიური იქნება” – განაცხადა გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა შალვა პაპუაშვილმა.

წყარო: 1tv.ge