1943 წლის 19 აპრილს შეიქმნა ლეგენდარული საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვა სახელწოდებით “სიკვდილი ჯაშუშებს” (რუსულად “სმერტ’ შპიონამ” – «СМЕРШ»).
СМЕРШ მხოლოდ სამი წელი – 1943 წლიდან 1946 წლამდე არსებობდა. თუმცა, კონტრდაზვერვის ოფიცრების მიერ ამ რთულ პერიოდში დაგროვილ გამოცდილებას სწავლობენ და იყენებენ კონტრდაზვერვის უწყებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
СМЕРШ-ის ოპერატიული ოფიცრები პასუხისმგებელნი იყვნენ წესრიგზე არმიის რიგებში, ყველაზე რთულ პირობებში ისინი ინარჩუნებდნენ ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებას, ხშირად თავად იღებდნენ ბრძოლებში მონაწილეობას, როდესაც ჩაენაცვლებოდნენ ხოლმე გარდაცვლილ თანამებრძოლებს.
უნიკალური სპეცოპერაციებით, ვირტუოზული რადიომანიპულაციებით, ათასობით გამოვლენილი ჯაშუშით СМЕРШ-ის თანამშრომლებმა თავიანთი ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში.
სატელევიზიო არხს “ზვეზდას” დოკუმენტური ფილმი „СМЕРШ-ის ლეგენდები“ ეძღვნება სამხედრო კონტრდაზვერვის გმირებს და მათი მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაციების დეტალებს. ფილმში აღნიშნულია იოსებ სტალინის გადამწყვეტი როლი სამხედრო კონტრდაზვერვის ეფექტურ მუშაობაში.