ანრი ოხანაშვილი – დღეს თუ ვინმე მოწოდებულია, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ეს სახელმწიფო და სახელმწიფო დაწესებულებებია

არ მჯერა, რომ ნამდვილად არიან მოტივირებულნი და მოწოდებულნი პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ჯანმრთელობის დაცულობით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამი პარტიის, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ადამიანების მიერ პატიმარ სააკაშვილის ინსტრუმენტად გამოყენება ხდება.

„ეს ადამიანები ახდენენ პირის ჯანმრთელობის ინსტრუმენტალიზაციას მათი პოლიტიკური, პირადი, პარტიული ინტერესებისთვის, რაც მორალთან თავსებადი ვერ იქნება. მე მათი გულწრფელობის არ მჯერა. მე არ მჯერა, რომ ისინი ნამდვილად არიან მოტივირებულნი და მოწოდებულნი პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ჯანმრთელობის დაცულობით და ა. შ. ვინაიდან ეს ადამიანები, და მათ შორის, ეს ქალბატონი, მისი ოჯახის წევრები რუსეთიდან დაფინანსებას იღებენ. ჩემთვის ამ ადამიანების განცხადებები სარწმუნო არ არის. თუკი დღეს ვინმე ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკშვილის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება, ეს სახელმწიფო და სახელმწიფო დაწესებულებებია, რომლებიც მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამის მომსახურებას უწევენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.