უკრაინაში მეომარი ბიჭებისთვის (გოგოებისთვისაც) საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ლაპარაკი არის ბოდვა და მავნებლობა! – წერს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში:
“უკრაინაში მეომარი ბიჭებისთვის (გოგოებისთვისაც) საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ლაპარაკი არის ბოდვა და მავნებლობა! ქართულ ოცნებას მინდა გკითხოთ: ხელისუფლებაში ყოფნით დაიღალეთ და გაცოფებული და შეურაცხყოფილი ხალხის ქუჩაში გამოსაყვან მიზეზს ეძებთ? თუ როგორაა თქვენი საქმე? მადლობას არ ეუბნებით, არაფრით ეხმარებით საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ბიჭებს გასაგებია მარა შეურაცხყოფას ნუ აყენებთ! ცეცხლს ნუ ეთამაშებით!”