„ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სამეულს, ე.წ ტროიკას რაც შეეხება, სინამდვილეში, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის არც პოლიტიკური მიზნების და არც მენტალიტეტის თვალსაზრისით, – ამის შესხებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობლივ განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გამართავენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია.
„ისინი არიან ერთიანი რაღაც ბოლშევიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია. რაც არ უნდა ერქვას ამა თუ იმ პარტიას, ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ყველა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ერთიანი ცოდვების ისტორიით და ერთიანი მენტალიტეტით, ეს არის ბოლშევიკური მენტალიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.