ივერი მელაშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან კითხვები აქვს.
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კითხვები აქვს.
„ბრალეულობის დამადასტურებელი არაფერი არ არის, რაც არ უნდა მოეწადინებია პროკურატურას, რაც არ არის, რა უნდა ნახონ. საინტერესო იქნებოდა თვითონ ღარიბაშვილის არგუმენტები და მისი მოსაზრება, ის მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, როცა პროკურატურაში გააგზავნა მოთხოვნა ამ საქმის წამოწყების თაობაზე, საინტერესოა, რას იტყვის, რა არგუმენტაცია აქვს?! რა თქმა უნდა, მის მიმართ კითხვები არსებობს. 200 000-მასშტაბიანი რუკის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში ინტენსიურად მიმდინარეობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. არც მაშინ იყო აღმოჩენილი ბრალეულობის ნიშნები, რატომ გახდა ამის წამოწევა აქტუალური 2020 წელს, წინა საარჩევნო პერიოდში?!” – განაცხადა მელაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაშია.
წყარო: alt-info.ge