კაია კალასი – ესტონეთს უკვე აღარ შეუძლია, ისეთივე დახმარება გაუწიოს უკრაინელ ლტოლვილებს, როგორც ადრე

კაია კალასი – ესტონეთს უკვე აღარ შეუძლია, ისეთივე დახმარება გაუწიოს უკრაინელ ლტოლვილებს, როგორც ადრე.

ესტონეთს აღარ აქვს შესაძლებლობა, ისეთივე დახმარება გაუწიოს უკრაინელ ლტოლვილებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასიმ.

– “თუ შევხედავთ, როგორ ბომბავს რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ ობიექტებს და ცდილობს, უკრაინაში ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს, მაშინ არაა გამორიცხული ლტოლვილების ახალი ტალღა მივიღოთ” – განაცხადა კალასმა.

კალასის თქმით, ესტონეთში საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო ადგილების დეფიციტია, რის გამოც ახალი ლტოლვილების მიღება ძალიან რთულია.

წყარო: alt-info.ge