კობა ხაბაზი: მერაბ კოსტავას შვილობილს, საქართველოს მოქალაქეობა პუტინის მონის მონამ უნდა ჩამომართვას?

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს:

“მე, მერაბ კოსტავას შვილობილს, საქართველოს მოქალაქეობა პუტინის მონის მონამ უნდა ჩამომართვას?

მე, დიადი ხაბაზების და გოროზი სვანეთის საამაყო გვარის, არღვლიანების შთამომავალს საქართველოს მოქალაქეობა სულგაყიდულმა არამზადამ უნდა ჩამომართვას?
მე, 9 აპრილის, ვარდების რევოლუციის, აჭარისა და მაიდნის გმირულ ეპოპეებში გამოზრდილ ქართველს, შენ, ფულის ტომრის მონამ უნდა ჩამომართვა მოქალაქეობა?
იმ დღეს მოვკვდე, შენისთანა ფურუნკულები რომ შემაშინებენ.
ჩემ სხეულში ქართული გული ფეთქავს და სულში საქართველოს სანთელი ანთია შენგან და თქვენგან განსხვავებით თქვე მოღალატეებო!”