რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ნატო-ს ქვეყნები სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში – ისინი ცეცხლს ეთამაშებიან

ნატო-ს ქვეყნები სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, შეერთებული შტატები განზრახ აგრძელებს ესკალაციას ამ გზაზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ნატო-ს წევრები სულ უფრო და უფრო უშუალოდ ერთვებიან ამ კონფლიქტში. მათი მხარდაჭერა კიევისადმი ახლა ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის წინ. ეს არის ვაშინგტონის მიზანმიმართული კონფლიქტის ესკალაციის პოლიტიკის ასახვა, რომელსაც ევროპელები მორჩილად მისდევენ. ისინი ცეცხლს ეთამაშებიან, რისკები იზრდება”,- აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს, რომ დასავლეთს უკრაინას იარაღის მიწოდების კუთხით რაიმე შეზღუდვა ჰქონდეს.

„დასავლელები წინ მიიწევენ უფრო მძიმე, უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების დიაპაზონის გაფართოებით. ამავდროულად, ისინი მზაკვრულად და მოტყუებით ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ არსებობს რაიმე სახის საზღვარი, რაიმე სახის თავშეკავება ამ მხრივ. ჩვენ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ“, – აღნიშნა რიაბკოვმა.