UNFPA – საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების 45% სოციალურად, 50% კი ემოციურად მარტოსულია

UNFPA – საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების 45% სოციალურად, 50% კი ემოციურად მარტოსულია.

საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების 52% თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ხოლო სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება – ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიზანი საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესწავლა.

კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს – მათი უმრავლესობა (50%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ არ ჰყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ექნებოდა თანაზიარი და საერთო განცდები. მეორე მხრივ, სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან. ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%-ია – აღნიშნულია კვლევაში.

წყარო: alt-info.ge