ვირჯინიის შტატში ე.წ. ინკლუზიურმა რესტორანმა ქრისტიანების ჯგუფს საშობაო წვეულების ჯავშანი მას შემდეგ გაუუქმა, რაც კვების ობიექტის LGBTQ პერსონალმა ქრისტიანების მომსახურებაზე უარი განაცხადა.
ვირჯინიის შტატში არსებულმა ერთ-ერთმა რესტორანმა, რომელიც აცხადებს, რომ ის ამაყობს საკუთარ სივრცეში „ინკლუზიური გარემოს“ შექმნით, ახლახანს ქრისტიანულ ჯგუფს ჩანიშნულ დრომდე სულ რაღაც 90 წუთით ადრე გააუქმა ჯავშანი, რაც მათი თქმით, რესტორნის ქალ და LGBTQ პერსონალს „არაკომფორტულად და დაუცველად“ აგრძნობინებდა თავს.
რესტორანმა ჯავშნის გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარ Instagram-გვერდზე ახსნა-განმარტება გამოაქვეყნა.
– “ჩვენი რესტორანი ყოველთვის ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ჩვენს სივრცეში მოსული ადამიანებისთვის ინკლუზიური გარემო შექმნა” – ამ სიტყვებით იწყება განცხადება.
– “ჩვენი რესტორნის არსებობის რვა წლის მანძილზე მომსახურებაზე იშვიათად თუ გვითქვამს ვინმესთვის უარი. ცოტა ხნის წინ ჩვენ მომსახურებაზე უარი მას შემდეგ ვუთხარით ჯგუფს, რომელმაც ჩვენთან ღონისძიება დაგეგმა, რაც რესტორნის მფლობელებმა გაიგეს, რომ ეს ადამიანები იმ პოლიტიკური ორგანიზაციის დონორი ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელიც ვირჯინიის შტატში ქალებისა და LGBTQ+ პირებისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ჩამორთმევას ცდილობს. ჩვენ ყოველთვის უარს ვეტყვით მომსახურებაზე ნებისმიერ პირს, ვინც ეცდება, რომ ჩვენს პერსონალს არაკომფორტულად და არაუსაფრთხოდ აგრძნობინოს თავი. სწორედ ეს იყო ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოტივი. რესტორნის თანამშრომლებს შორის არის ბევრი ქალი და LGBTQ თემის წარმომადგენლი. მათ ყველას გააჩნიათ უფლებები და ისინი იმსახურებენ ღირსეულ მოპყრობასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს” – წერია განცხადებაში.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქრისტიანული ჯგუფი, რომელსაც ჯავშანი გაუუქმეს, აღმოჩნდა რწმენის დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საოჯახო ფონდი“, რომელიც მხარს უჭერს „ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებას სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე“.
ქრისტიანული ორგანიზაციის პერზიდენტი აცხადებს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას ისინი მთელი კვირების განმავლობაში გეგმავდნენ რესტორნის ერთ-ერთ კუპეში და მოულოდნელად მათ განსხვავებული შეხედულებებისა და მსოფლმხედველობის გამო საათნახევრით ადრე ჯავშანი გაუუქმეს. როცა მიზეზი იკითხეს და ახსნა-განმარტება მოითხოვეს, აღმოჩნდა, რომ რესტორნის მფლობელებს მათი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მოუძიებიათ, რის შემდეგაც რესტორნის პერსონალმა უარი განაცხადა აღნიშნული ჯგუფის მომსახურებაზე.
– “აშკარაა, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტები და რწმენასა და ოჯახის სიძლიერეზე დაფუძნებული პოლიტიკა ყოველთვის იდევნება. თუმცა, ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ. ვირჯინიის შტატში ჩვენ ყოველთვის ვამხელთ მსგავსი ტიპის დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით” – აცხადებს ქრისტიანული ორგანიზაცია „საოჯახო ფონის“ პრეზიდენტი.
წყარო: itv.ge