ბლინკენი – ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრობისთვის სრულად მზად არიან

ბლინკენი – ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრობისთვის სრულად მზად არიან.

ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრობისთვის მზად არიან, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

– “მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატო-ს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატო-ს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. ვთვლი, რომ ნატო ფინეთსა და შვედეთს მალე მიიღებს“ – განაცხადა ბლინკენმა.

წყარო: newposts.ge