მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ მოსული და მოვისმინე, რომ „ვერ გაძლებს ეს ადამიანი“, მაშინ გამოვიდნენ 200 ათასი, მივიდნენ სალომე ზურაბიშვილთან და აქეთ შეეხვეწება, იქვე ღობის ძირში მოუწერს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„თუ ჩვენ გვესმის, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და ჩვენ 4-5 პროცესისთვის ვერ შევძლებთ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას, მაშინ არსებობს მიმართვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსადმი, რეგლამენტის 39-ე მუხლით, გადაუდებელი ღონისძიებით, მაგრამ იქაც პრეცედენტულ მომენტებთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო გვეტყვის, რომ გადაუდებელი რა არის, აგერ გადაყვანილია კერძო კლინიკაში და ვმკურნალობო, ხოლო ქვეყნიდან გაყვანის პრეცედენტს სამართალი არ იცნობს. როდესაც ვხვდებოდით ევროპარლამენტარებს, ისინი ცალსახად სვამდნენ საკითხს, გვაჩვენეთ სამართლებრივი გზა, როგორაა შესაძლებელი ამ ადამიანის სამკურნალოდ გადაყვანა. რასაც ვაკეთებთ ახლა სამართლებრივი გზა ეს არის. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ მოსული და მოვისმინე, რომ „ვერ გაძლებს ეს ადამიანი“ და ა.შ. მაშინ გამოვიდნენ 200 ათასი, მივიდნენ სალომე ზურაბიშვილთან და აქეთ შეეხვეწება, იქვე ღობის ძირში მოუწერს ხელს და დამთავრდება უცებ ყველაფერი, მაგაზე ნაკლებებზე არ მოუწერია ხელი სალომე ზურაბიშვილს, ვიცნობ წლებია. ხოლო თუ სამართალზე უნდათ საუბარი, სამართალი ასეთია. ზოგადად პროცესისადმი იყო პრეტენზიები. როგორც ჩანს, მოლოდინი იყო, რომ დღეს დამთავრდებოდა და დღეს ვერ დამთავრდებოდა, 21 ტომია წარდგენილი მარტო ჩემს მიერ, ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანისგან არის 6 ტომი და პლუს პენიტენციურ დეპარტამენტს აქვს კიდევ უზარმაზარი მასალა წარმოდგენილი და ერთ დღეში როგორ უნდა დამთავრებული?“ – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.