თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უყრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ ზელენსკისთან და ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
თურქეთის პრეზიდენტმა TRT World Forum-ის გახსნაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სასურსათო კრიზისის თემას შეეხება.
„კრიტიკული პროდუქტების მიწოდების შეწყვეტამ გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. კვირას მე მექნება საუბარი პუტინთან. ასევე მექნება საუბარი ზელენსკისთან”, – აღნიშნა ერდოღანმა.