რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-სა და რუსეთს შორის სხვა პატიმრების გაცვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პუტინმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში განაცხადა, სადაც უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობს.
„კონტაქტები გრძელდება და სპეცსამსახურების ხაზით არც არასდროს შეწყვეტილა. შესაძლებელია თუ არა სხვა გაცვლა? კი, ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის მოლაპარაკებებისა და კომპრომისების ძიების შედეგი“, – განაცხადა პუტინმა.