აშშ-ში ტრანსგენდერობის პოპულარიზაციის მიზნით ბავშვებისთვის თოჯინების ბრენდი “ამერიკელი გოგონა” შეიქმნა

აშშ-ში ტრანსგენდერული იდეოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით ბავშვებისთვის თოჯინების ახალი ბრენდი “ამერიკელი გოგონა” შეიქმნა.

თოჯინების ახალი ამერიკული ბრენდი „ამერიკელი გოგონა“ ბავშვებისთვის ახალი წიგნის შექმნის ინსპირაცია გახდა, რომლის სახელწოდებაა: „სხეულის იმიჯი: როგორ შეიყვარო საკუთარი თავი, იცხოვრე სრულყოფილი ცხოვრებით და ისიამოვნე ნებისმიერი სახის სხეულით“. თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ახალი გამოცემა მოიცავს რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეიცვალო სქესი, თუნდაც, მშობლების ზურგს უკან.

საბავშვო წიგნში, რომელიც 3-დან 5 წლამდე ასაკის გოგონებზეა გათვლილი, ნათქვამია:

– “თუ ჯერ არ გაგივლიათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ სპეციალური მედიკამენტები თქვენი სხეულის ცვლილებების შესაფერხებლად, რათა თქვენს გენდერულ იდენტობაზე საფიქრელად უფრო მეტი დრო მოგეცეთ“. საკმაოდ უწყინარი ტექსტია. რასაკვირველია, წიგნის ავტორები არაფერს ამბობენ არც ოსტეოპოროზის და არც სხვა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა ამ ექსპერიმენტულმა პრეპარატებმა გამოიწვიოს. წიგნში ასევე, დეტალურად არის წარმოდგენილი აქტივისტი ჯგუფების ნუსხა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც „გვერდით არ ჰყავთ სანდო ზრდასრული ადამიანი“.

წიგნს არაფერი არ აქვს საერთო ისეთ თემებთან, როგორიცაა, „როგორ შეიყვარო საკუთარი თავი“ ან „როგორ იცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით“. სინამდვილეში, აღნიშნული წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ დაამყარო კონტაქტი უცხო ადამიანებთან, რომლებიც დაგეხმარებიან საკუთარი თავის ფიზიკურ თუ სულიერ დასახიჩრებაში და მომავალი ცხოვრების სამუდამო განადგურებაში.

წყარო: https://www.nationalreview.com/corner/doll-brand-american-girl-promotes-transgender-ideology/?fbclid=IwAR1NSQWWMDPRxmcJepN4m7neDrx_y6x2zMhqCUZiyIaWSlldQgCc_AAfKkU