ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდია დაენიშნება.
,,ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა.
ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსაცემად”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ჯამბულათ ხოფერიას, ლანჩხუთში, მშობლიურ სოფელ გვიმბალაურში, ბიძის გვერდით, 10 დეკემბერს დაკრძალავენ.