ბრიუსელის შეთანხმების მიხედვით, სერბებით დასახლებულ ტერიტორიებზე კოსოვოს პოლიციის გაგზავნა დაუშვებელია

ალექსანდრე ვუჩიჩი – ბრიუსელის შეთანხმების მიხედვით, სერბებით დასახლებულ ტერიტორიებზე კოსოვოს პოლიციის გაგზავნა დაუშვებელია.

ბრიუსელის შეთანხმების მიხედვით, სერბებით დასახლებულ ტერიტორიებზე კოსოვოს პოლიციის გაგზავნა დაუშვებელია – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ეთნიკურ სერბებს კოსოვოს ადმინისტრაცია არასათანადოდ ექცევა და მათ უფლებებს არღვევს.

– “დამნაშავის პოვნა როცა გინდა, მაშინაც კი, როცა ეს მხარე არ არის დამნაშავე, ყველაზე მარტივი სათქმელია – შეხედე, ვიღაცამ ბარიკადი დააყენა და არ კითხულობ, ეს რატომ მოხდა. ეს არ აწუხებთ ალბანელებს, არც ერთი ალბანელი არ ცხოვრობს იქ. არც ერთი ალბანელი არ სარგებლობს ამ გზებით, მხოლოდ სერბები სარგებლობენ. ეს არის პროტესტი უკანონობის, უკანონო დაპატიმრებების, სერბეთის მოსახლეობის ყოველდღიური არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ, პროტესტი ბრიუსელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ჩვენზე აქამდე არაფერი იყო დამოკიდებული, კომპრომისებზეც კი მივდიოდით, როცა ცალმხრივი ნაბიჯები გადადგეს. ახლა ერთადერთი საკითხია, გაათავისუფლებენ თუ არა უდანაშაულო ხალხს, დაიწყებენ თუ არა სერბთა მუნიციპალიტეტების გაერთიანების ჩამოყალიბებას და შეწყვეტენ თუ არა კოსოვოს პოლიციის ჩრდილოეთში გაგზავნას, რადგან ბრიუსელის შეთანხმების მიხედვით, მათ ამის უფლება არ აქვთ” – განაცხადა ალექსანდრე ვუჩიჩმა.

წყარო: 1tv.ge