პროექტ Veritas-ის ცნობით, ჩიკაგოში კერძო სკოლის დეკანმა სასწავლებელში LGBTQ+ ჯანდაცვის ცენტრის პერსონალი მოიწვია, რომლებმაც მოსწავლეებს სექს-სათამაშოები დაურიგეს და გაკვეთილზე „ქვიარ სექსთან“ დაკავშირებით ესაუბრნენ.
ჩიკაგოში არსებული ერთ-ერთი კერძო სკოლის დეკანი ჯოზეფ ბრუნო პროექტ Veritas-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ტრაბახობს, რომ სკოლის ყოველწლიური ე.წ. პრაიდის კვირეულის პერიოდში, მან სკოლაში LGBTQ+ ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოიწვია, რომლებმაც ბავშვებს სექს-სათამაშოები დაურიგეს და „ქვიარ სექსის“ შესახებ ესაუბრნენ. დეკანის თქმით, აღნიშნულ აქტივობაში 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
ბრუნო პროექტ Veritas-ის ჟურნალისტთან დიდი ენთუზუაზმით საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ინტერესს გამოხატავდნენ ბავშვები აღნიშნული სწავლების მიმართ. მან ასევე, აღნიშნა, რომ სკოლაში მოწვეული ჰყავდათ ტრანსვესტიტი, რომელმაც ბავშვებს ნამცხვრები და სხვა ტკბილეული დაურიგა და მათთან ფოტოებიც გადაიღო.
როდესაც პროექტ Veritas-ის დამფუძნებელი ბრუნოსთან სკოლის გარეთ შეეცადა გასაუბრებას, დეკანი სასწავლებლის შენობაში შევარდა, Veritas-ის დამფუძნებელს კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ კერძო სკოლის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ვიდეო „ბოროტი განზრახვით“ იყო რედაქტირებული.
სკოლას ასევე, ჰყავს „მეცნიერი დოქტორი ტოსკა“ – ბიოლოგიური მამრი, რომელიც ქალად იდენტიფიცირდება. მან სოციალურ მედიაში რამდენიმე უხამსი განცხადება გააკეთა.
აღნიშნული კერძო სკოლა დამოუკიდებელი სკოლების ეროვნულ ასოციაციაში (NAIS) შედის. Breitbart News-ის ცნობით, ასოციაცია სასწავლო პროგრამაში „ქვიარ ჩართულობის“ თემის შეტანას და ასევე, სკოლამდელი აღზრდის სასწავლო დაწესებულებებში ტრანსგენდერული იდეოლოგიის დანერგვას ცდილობს.
აღნიშნულით აღშფოთებულმა მშობლებმა NAIS-ის მიერ წარმოებული მოსწავლეების ინდოქტრინაციის კამპანიის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯგუფი შექმნეს.
წყარო: ptn.ge