ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, სანქციები გააფართოვა.

ევროკავშირის საბჭომ სანქციები 4 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს დაუწესა, რომლებიც ექვემდებარებიან შემაკავებელ ზომებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის გამო.

სანქციები დაწესდა შემდეგ ირანის მოქალაქეებზე: ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ბრიგადის გენერალი აბდულა მეჰრები, ბრიგადის გენერალი ჰამიდ ვაჰადი, ბრიგადის გენერალი ალი რეზა ბალალი და ოჯე ფარვაზ მადო ნაფარი (მადო) იუსეფ აბუტალები.

სანქციები ასევე დაწესდა შემდეგი კომპანიების მიმართ: DAMA, Oje Parvaz Mado Nafar Company (Mado), Paravar Pars Company.

ევროკავშირის შემზღუდავი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და სანქცირებული პირებისთვის სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.