მიშელ ობამამ ტრამპისთვის Twitter-ით სარგებლობის აკრძალვის მიზნით, სოციალურ პლატფორმაზე გარკვეული ზეწოლა მოახდინა – Twitter-ის მასალები.
სოციალურ ქსელში Twitter-ის მასალების მეოთხე ნაწილი გამოქვეყნდა, რომელიც ადასტურებს, რომ ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის Twitter-ის ანგარიშის დაბლოკვის მიზნით, სოციალურ მედია პლატფორმაზე ზეწოლა მოახდინა, ერთი დღით ადრე, სანამ ეს უკანასკნელი 2021 წლის 7 იანვარს პრეზიდენტს სოციალური ქსელით სარგებლობას აუკრძალავდა. 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი კაპიტოლიუმის ბუნტის შემდეგ, მედია პლატფორმამ მოაგროვა დამამტკიცებელი საბუთები, რომლის თანახმადაც მოქმედ პრეზიდენტს სოციალური ქსელით სარგებლობა აეკრძალა.
– “ახლა დროა, რომ სილიკონის ველის კომპანიებმა შეწყვიტონ ასეთი ამაზრზენი ქმედების დაშვება და უფრო ფართოდ იმოქმედენ, ვიდრე ეს ამ ადამიანისთვის სოციალური პლატფორმით სარგებლობის სამუდამო აკრძალვაა და დანერგონ ისეთი პოლიტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ლიდერები მასობრივი არეულობების მოსაწყობად მათი ტექნოლოგიების გამოყენებას ვერ შეძლებენ” – ნათქვამია ობამას მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჟურნალისტი კარა სვიშერი და ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგა შეუერთდნენ მიშელ ობამას მოთხოვნას, Twitter-ზე ტრამპის აკრძალვასთან დაკავშირებით.
Twitter-ისთვის მიწერილ გზავნილში ობამამ იცრუა, როცა განაცხადა რომ 2020 წლის BLM-ის (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) არეულობები “მშვიდობიანი პროტესტი” იყო.
2020 წელს მომხდარმა BLM-ის არეულობებმა 30-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი, მრავალი ადამიანის სხეულის დაზიანება და 1 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია.
2020 წლის ოქტომბერში მიშელ ობამამ ტრამპს რასისტი უწოდა და BLM-ის არეულობების დროს მომხდარ ძალადობაზე მიუთითა.
– “ძალადობის მიწერა რასობრივი სოლიდარობის მოძრაობისთვის, რაც სინამდვილეში ყველაზე მშვიდობიანი აქციაა; მართალია, ამას კვლევები ადასტურებს; დემონსტრანტების სულ მცირე ნაწილმა გამოხატა ძალადობა. ასე რომ, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, აშკარად მცდარია, მორალურად არასწორი და დიახ, რასისტული” – განაცხადა ყოფილმა აშშ-უს პირველმა ლედიმ.
ერთი თვის შემდეგ მან თქვა, რომ ტრამპის ამომრჩევლებმა – “ათეულობით მილიონმა ადამიანმა ხმა მისცა სტატუს კვოს, მაშინაც კი, როდესაც ეს ნიშნავდა ტყუილის, სიძულვილის, არეულობის და განხეთქილების მხარდაჭერას”.
წყარო: newposts.ge