საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალიდან”, დეპუტატი, POSTV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.
ჯაფარიძემ ეს განაცხადა პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან კამათის შემდეგ, მისი ამსახველი კადრები კი “ფორმულამ” გაავრცელა.
„ვინ კლავს?! მოიხედე ერთი, მოიხედე ერთი – სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან? ვინ მოწამლა?! გაჩერდი ერთი… მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში. ამას ვისაც გინდა, იმას ვეტყვი“, – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.