ოლივერ ვარჰეი – აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებაში.
ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელექტროენერგიის კაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.
ვარჰეის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.
Economic and Investment Plan of #EasternPartnership ⏩️ €17b
It includes 📌 transport projects, eg. Railways ensuring Green lanes & reinforcing trade routes to the 🇪🇺📌digital connectivity projects, eg. Fibre optic cable under the Black Sea
📌 electricity cable, eg. 🇬🇪🇪🇺cable⤵️ pic.twitter.com/koegk8M9qF— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) December 11, 2022
წყარო: 1tv.ge