10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მიზანმიმართული დარტყმების განხორციელება უყრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სპეციალიზებული ტელეგრამ-არხ „რიბარის“ ანალიტიკური ჯგუფი დაინტერესდა, თუ რა შედეგებამდე მივიდნენ მხარეები ამ საჰაერო და სარაკეტო დარტყმების დაწყებიდან ორი თვის შემდეგ. მაშ ასე, რუსი სამხედრო ექსპერტების ანალიზი:
რა ობიექტებს ურტყამდნენ?
ნოემბრის ბოლოს იმუშავა დაგროვების ეფექტმა – ცალკეულ რეგიონებში განხორციელებულმა შეზღუდულმა დარტყმებმა დენის გამორთვები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია.
ძირითად სამიზნედ არჩეულ იქნა არა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, არამედ გამანაწილებელი ქსელი. ქვესადგურებზე რუსებს მწყობრიდან გამოჰყავდათ სამფაზიანი 330/110 კილოვატის და ერთფაზიანი 750/330 კილოვატის ავტოტრანსფორმატორები.
ამასთან, დარტყმები მოდიოდა მაღალვოლტიან გამომრთველებზე, სახაზო გამთიშველებზე, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორებზე.
ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში დარტყმები ხორციელდებოდა საერთო საქვესადგურო მართვის პოსტებსა და თბოელექტროსადგურებზე.
საცეცხლე დარტყმები ნამდვილად სისტემურ ხასიათს ატარებდა?
მიუხედავად ერთგვარი უცნაურობისა, განხორციელებული დარტყმები, შეგვიძლია, დავყოთ ხუთ ლოგიკურ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპებად:
1-ლი ეტაპი: დარტყმები, რომლებიც განხორციელდა საკვანძო მაღალვოლტიან ქვესადგურებზე.
შედეგი: გაანალიზებულ იქნა შედეგები მთელი სისტემისათვის და მისი აღდგენისთვის დახარჯული დროისთვის.
2-ე ეტაპი: მსხვილ ქალაქებში განლაგებულ ქვესადგურებზე, ასევე „უკრენერგოს“ შენობაზე განხორციელებული დარტყმები სადისპეჩერო მართვის შეზღუდვის მიზნით.
შედეგი: წარმოიშვა დროებითი სიძნელეები და მარაოსებრი გამორთვების გრაფიკის შემოღება.
3-ე ეტაპი: სამი დარჩენილი ატომური ელექტროსადგურის იზოლირება ქვეყნის ენერგოსისტემისაგან.
შედეგი: ავარიულად იქნა გაჩერებული ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგური და როვნოს აეს-ის ერთი ენერგობლოკი. უყრაინის ცენტრსა და დასავლეთს ელექტრომომარაგება შეუწყდა. გამკაცრდა გამორთვების გრაფიკი.
4-ე ეტაპი: დარტყმები მსხვილი ელექტროსადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე საკუთრივ ელექტროსადგურებზე, განმეორებითი დარტყმები საკვანძო ქვესადგურებზე.
შედეგი: ენერგოსისტემის დროებითი კოლაფსი, ელექტროენერგიის გენერაციის მწვავე დეფიციტი. პოლონეთიდან და რუმინეთიდან ელ.ენერგიის იმპორტირება. მუდმივი დაუგეგმავი, საავარიო გამორთვები.
5-ე ეტაპი: დარჩენილი ქვესადგურების და ელსადგურების მეთოდური ჩამოშლა, რომლებზეც დამოკიდებულია მომხმარებლების მომარაგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
შედეგი: პროცესი ამჟამად გრძელდება. შედეგები ჩანს ოდესაზე, კიევსა და სუმზე განხორციელებული დაბომბვებით. ანალოგიური რამ ხდება ლვოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
კი, მაგრამ, ყველაფრის აღდგენა ხომ შეიძლება?
– რეზერვები უყრაინაში ამოიწურა, საკუთარი წარმოება ზაპოროჟიეში დიდი ხანია, გაჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ იდგმება პიარ-აქციები, როდესაც უყრაინას გადასცემენ ხოლმე მეორეხარისხოვან მოწყობილობებს, ვერავინ მოახერხებს ამჟამად უყრაინისთვის მაღალვოლტიანი ავტოტრანსფორმატორების მიწოდებას (მოხდა რამდენიმე გამონაკლისი ლიტვიდან და, შესაძლოა, ბულგარეთ-რუმინეთიდან განხორციელებული მიწოდების სახით).
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ევროპის წარმოების უყრაინის საჭიროებებზე გადაყვანა მოხდება, პირველი შეზღუდული რაოდენობის მიწოდებების განხორციელებას მინიმუმ ნახევარი წელიწადი დასჭირდება.
მაშ, გამოდის, რომ უკრაინაში ახლა სრული კოლაფსია?
– მთლად ასეც არ არის საქმე. ამჟამად უყრაინული მხარე ახორციელებს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წერტილების დაცვის გამაგრებას. გადარჩენილ ობიექტებზე მიმდინარეობს წინაღობების მშენებლობა, ძლიერდება ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები.
ეს ნიშნავს, რომ ენერგოსისტემა ნაწილობრივ გადარჩენილია?
– დიახ, სამწუხაროდ. რუსული მხარე, გაუგებარი ჰუმანურობიდან გამომდინარე, საშუალებას აძლევს უყრაინულ მხარეს, აწარმოოს აღდგენითი სამუშაოები. თუკი დარტყმები განხორციელდება არა საძალისო მოწყობილობებზე, არამედ მართვის პოსტებზე, აღსადგენი აღარაფერი დარჩება.
საერთო საქვესადგურო მართვის პოსტებზე დარტყმების განხორციელების შემთხვევაში, შენობის დანგრევის ჩათვლით, ქვესადგური მწყობრიდან გამოვა. გარდა ამისა, საჭიროა, უყრაინას წაერთვას ელექტროენერგიის გენერირების საშუალება.
და მაინც, რა პრაქტიკული ეფექტი გვაქვს ამჟამად?
– უყრაინის შიგნით განიხილება ქვეყნის დაყოფა ცალკეულ „კუნძულებად“, რომელთა მომარაგება მოხდება ახლოს განლაგებული ელექტროსადგურების მეშვეობით. მიყენებულმა ზარალმა დააგდო ენერგოსისტემის მართვადობის დონე და იწვევს მრავალრიცხოვან ავარიებს.
დაზარალდა მოლდავეთიც, ვინაიდან ძირითადი ელსადგურები დნესტრისპირეთში მდებარეობს.
განიხილება ევროპიდან ელექტროენერგიის იმპორტი და თურქეთიდან მცურავი ელექტროსადგურების მოზიდვა.
თუმცა, უკან დასახევი გზა უკვე განვლილია
მართალია, უყრაინის ენერგოსისტემის მდგომარეობა ჯერ კიდევ იძლევა იმის საშუალებას, რომ მომარაგდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი წარმოება და სარკინიგზო ტრანსპორტი, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო დაშლისკენ მიდის სისტემა. ამიტომ, დარტყმების გაგრძელება აუცილებელია.
ტელეგრამი: @rybar