გერმანია უყრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანა ასევე აპირებს, უყრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს.
„რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.