“მამაკაცები არიან მამაკაცები” – ნორვეგიელ მხატვარს გენდერული კომენტარების გამო შესაძლოა პატიმრობაც შეეფარდოს

“მამაკაცები არიან მამაკაცები” – ნორვეგიელ მხატვარ ქალს გენდერული კომენტარების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, შესაძლოა პატიმრობაც კი შეეფარდოს.

ნორვეგიაში ქალს, რომელმაც განაცხადა, რომ მამაკაცები შეუძლებელია იყვნენ ლესბოსელები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ლესბოსელ მხატვარს ტონჟე ჯევჯონს სამართალდამცავებმა აცნობეს, რომ მის მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

თავის პოსტში მხატვარმა ტრანსიდენტიფიცირებული მამაკაცები მკაცრად გააკრიტიკა, რომლებიც საკუთარ თავს „ლესბოსელებს“ უწოდებენ და დაგმო ტრანს-აქტივისტები, რომლებიც გენდერული იდეოლოგიის მოწინააღმდეგე ქალების კრიმინალიზაციას ცდილობენ.

– „მამაკაცისთვის ლესბოსელობა ისევე შეუძლებელია, როგორც დაორსულება… მამაკაცები მათი სექსუალური ფეტიშების მიუხედავად, მაინც მამაკაცებად დარჩებიან“ – დაწერა ჯევჯონმა თავის პოსტში.

მან განსაკუთრებით გამოყო ცნობილი ნორვეგიელი აქტივისტის ქმედებები – მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ ის ლესბოსელი დედაა და რომელიც ამჟამად ქვეყნის წამყვანი ტრანს აქტივისტთა ჯგუფის წარმომადგენელია.

ჯევჯონის განცხადებით, მის მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება იყო მიზანმიმართული მცდელობა სიძულვილის ენის კანონზე ყურადღების მისაქცევად. მხატვარმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ნორვეგიელ პოლიტიკოსებზე, რომელთაც ქალთა უფლებების ხარჯზე მხარი დაუჭირეს „გენდერული იდენტობის“ საკანონმდებლო მიღებას. ერთ-ერთი ამ პოლიტიკოსთაგანი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელია, რომელსაც ამჟამად კულტურისა და თანასწორობის მინისტრის პოსტი უკავია და ნორვეგიის პარლამენტში ერთადერთი ღია ლესბოსელი პოლიტიკოსია.

გასულ წელს გამართული ღია დისკუსიის დროს, რომელსაც ლეიბორისტული პარტია მასპინძლობდა, ჯევჯონი მინისტრს შემდეგი კითხვით დაუპირისპირდა: როგორ აპირებდა იგი ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვას, როცა თვლიდა, რომ მამაკაცები შესაძლოა ლესბოსელები ყოფილიყვნენ.

„ვფიქრობ, რომ ბიოლოგიური სქესის ყველა კონტექსტში მთავარ საფუძვლად მოაზრება, სადაც სქესს აქვს იურიუდიული, კულტურული და პრაქტიკული მნიშვნელობა აუცილებელია და სქესის გენდერულ იდენტობასთან გაიგივება ქალებისა და გოგონებისთვის, განსაკუთრებით კი ლესბოსელებისთვის მავნე დისკრიმინაციული შედეგების მომტანია“ – ასეთი განმარტება გააკეთა ჯევჯონმა მინისტრისთვის კითხვის დასმის დროს.

წყარო: newposts.ge