მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინისგან რაიმე შეთავაზება “შობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” არ მიუღიათ.
კრემლში აცხადებენ, რომ “შობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ უკრაინისგან რაიმე შეთავაზება არ მიუღიათ.
ერთადერთი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთს მოუწოდა, ეს არის, რომ რუსეთმა შობისთვის უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანა დაიწყოს.
პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, უკრაინაში “პატრიოტის“ საჰაერო სისტემის შესაძლო მიწოდების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ეს სისტემები აუცილებლად “კანონიერი სამიზნეები” გახდებიან.
წყარო: itv.ge