კელი დეგნანი სააკაშვილზე – პროცესის დამატებით შეფერხება, მხოლოდ ზრდის კითხვის ნიშნებს

კელი დეგნანი სააკაშვილზე – პროცესის დამატებით შეფერხება, მხოლოდ ზრდის კითხვის ნიშნებს.

დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადება ვფიქრობ, მოულოდნელი იყო – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

– “ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადება ვფიქრობ, მოულოდნელი იყო. განსაკუთრებული გადაუდებლობა არსებობს, რადგან ასეთი დიდი შეშფოთებაა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სამედიცინო მომსახურებას. პროცესის დამატებით შეფერხება, ვფიქრობ, მხოლოდ ზრდის კითხვის ნიშნებსა და წუხილს მისი კეთილდღეობის შესახებ” – განაცხადა დეგნანმა.

წყარო: newposts.ge