ანკარა კვლავ ცდილობს უყრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას მხარეებთან მოლაპარაკების გზით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთში ვიზიტისას განაცხადა.
„მარცვლეულის ექსპორტისა და ტყვეთა გაცვლის შეთანხმებებით, ჩვენ დავინახეთ, რომ მშვიდობისკენ გზა მხოლოდ დიპლომატიისთვის შანსის მიცემითაა შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პუტინთან და ზელენსკისთან ამ მიმართულებით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ჯერ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ, შემდეგ კი ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ერდოღანმა.