სააპელაციო სასამართლოში 5-6 ივლისს, აქციაზე დაკავებულების მორიგი პროცესი გაიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 5-6 ივლისს გეი პრაიდის საწინააღმდეგო მრავალათასიან აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მორიგი პროცესი გაიმართა. საქმე ე.წ „სირცხვილიას ოფისის“ ეპიზოდს შეეხება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ლგბტ პროპაგანდისტული მარშის ჩატარების გაპროტესტების გამო ექვს ახალგაზრდას 5-5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მოსამართლეს საბოლოო სიტყვით მიმართეს მსჯავრდებულებმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ, რომლებმაც მაია თეთრაულს კიდევ ერთხელ განუმარტეს საქალაქო სასამართლოს დაუსაბუთებელი განაჩენის აბსურდულობა.
დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, გია გიგუაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი და თორნიკე დავლაშერიძე წელიწადნახევარია დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო საპატიმროში იმყოფებიან.
5-6 ივლისის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. მომდევნო სხდომაზე შესაძლოა, რომ მოსამართლე მაია თეთრაულმა მის მიერ გამოტანილი განაჩენი გამოაცხადოს.
წყარო: ptn.ge