უყრაინის არმიის გენშტაბის უფროსი: “რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა; დარწმუნებული ვარ – რუსები კვლავ წამოვლენ კიევზე!”

უყრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერა ზალუჟნიმ ინტერვიუ მისცა ამერიკულ ჟურნალ “ეკონომისტს”, რომლის ფარგლებში ძალიან საინტერესო აღიარებები გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან, რომელიც უყრაინულმა მასმედიამ გაავრცელა:

“რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს რუსებს ისეთი საშინელი პრობლემები ჰქონდეთ, რომ ეს ადამიანები არ იომებენ. პირიქით, ისინი იომებენ. მეფემ მათ უბრძანა საომრად წასვლა, ისინიც იომებენ.

მე შევისწავლე ორი ჩეჩნური ომის ისტორია – ყველაფერი მაშინაც ასე იყო. შესაძლოა, რუსები ისე კარგად არ არიან აღჭურვილნი, როგორც საჭიროა, მაგრამ ისინი ჩვენთვის ამისდა მიუხედავად პრობლემას წარმოადგენენ. ჩვენი შეფასებით, მათ ჰყავთ 1,2 – 1,5 მილიონი ადამიანისგან შემდგარი რეზერვი… რუსები ამჟამად ამზადებენ დაახლოებით 200 ათას ახალ ჯარისკაცს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი კვლავ წამოვლენ კიევზე“.

 

წყარო.