უყრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. უკრაინის მოქალაქის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის.

 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლის, დმიტრო ლუბინეცის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან. უკრაინა მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უკრაინის მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.