16 დეკემბერს უყრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში დაზიანებულ იქნა ენერგეტიკის ობიექტები – განაცხადა ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა გალუშჩენკომ.
— კიევის ყველა რაიონში წყლით მომარაგებაში შეფერხებებია – განაცხადა კიევის მერმა კლიჩკომ;
— ნიკოლაევში დაიწყო ელექტროენერგიის ავარიული გათიშები – იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება;
— კიევში (ფოტოზე) და ხარკოვში გაჩერდა მეტროპოლიტენის მოძრაობა;
— ზაპოროჟიეს 12 რაკეტა მოხვდა – ამ ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს;
— კრემენჩუგში, პოლტავის ოლქი, ელექტროენერგიის გამორთვის გამო გაითიშა გათბობაც – წერს ქალაქის მერი;
— გავრცელდა ცნობები დნეპროპეტროვსკში (უყრაინულად – “დნიპრო”) აფეთქებების შესახებ. მიწისქვეშა და ყველა სახის ელექტროტრანსპორტი გაჩერდა;
— ხარკოვის, კიროვოგრადის, დონეცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქების მთელი რიგი სარკინიგზო მონაკვეთები დენის გარეშე დარჩა.
როგორც ვხედავთ, უყრაინას სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება რუსეთთან ჭიდილი, რომელიც უყრაინის ნატოში შეთრევის მცდელობების გამო დაიწყო.