აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.
„ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც დღეს ხელს ვაწერთ, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში, წინ გადადგმული ნაბიჯი მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების კუთხით. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, მისი უწყვეტი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მიმართ, ენერგოუსაფრთხოების და ენერგო დივერსიფიკაციის პროექტების თაობაზე. წელს, ივლისში ქალბატონ ურსულას ვიზიტი აზერბაიჯანში აღინიშნა ურთიერთგაგების და შეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერით, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთოხების სფეროში. ამ დოკუმენტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასულ წელს ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე იყო 8.2 მილიარდი კუბური მეტრი ენერგია, წელს 11.3 მილიარდი, მომავალ წელს კი სულ მცირე, 11. 6 მილიარდი იქნება. მომავალ წელს ბუნებრივი აირის ჯამური ექსპორტი თითქმის 24 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, შესადარებლად მინდა ვთქვა, 2021 წელს 19 მილიარდი იყო. გუშინ „სოკარმა“ და „რომგაზმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანიდან რუმინეთში, რომელიც მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება. აზერბაიჯანი აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით, ევროპის მიმართ. ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის“, – აღნიშნა ალიევმა.
ამასთან, როგორც ალიევმა განაცხადა, შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ.
„დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპეტენციალი 27 გეგაატის მეტია, ეს არის მზის და ჰიდრო, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. ჩვენ, სტრატეგიული პარტნიორები ერთად ვაპირებთ, რომ 3 გეგავატიან ქარის და ერთ გეგავატიან მზის ენერგია 2027 წლისთვის გამოვიმუშავოთ, ექსპეორტზე 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ დამატებითი წარმადობა შევქმნათ, თითქმის 6 გეგავატის ოდენობით. ერთ-ერთი კომპანია აპირებს 10 გეგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში განახორციელოს კაპიტალდაბანდება. ორი დღის წინ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩარჩო შეთანხმებას, კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან, ეს კომპანია აპირებს კაპიტალდაბანდება განახორციელოს 12 გეგავატი ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებაში აზერბაიჯანში. ამიტომ მინიმუმ 3 გეგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაინაჯული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისთვის, რომ ეს მიზნები დაკმაყოფილდეს, ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ალიევმა.