“ჩემმა შვილმა ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გააუქმა. სხვათა შორის, როდესაც ის აუქმებდა სიკვდილით დასჯას, ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, ისევე როგორც ყველაფერზე, რასაც ის აკეთებდა.” – ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
გიული ალასანიამ დღეს კლინიკა “ვივა მედში” შვილი მოინახულა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა ცოტა საკვები მიიღო.
მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, მან მაინც გააუქმა სიკვდილით დასჯა. ახლა კი, ჩემს შვილს ზუსტად იმისთვის, რომ ის სიკვდილით დასჯა გააუქმა და ბევრი სხვა რამისთვის, უბრუნებენ ასეთი ფორმით – ნელი სიკვდილით კლავენ. ძალიან ძნელად იღებს საკვებს, 2 ლუკმა თუ შეჭამა გვიხარია, ასეთი მდგომარეობაა,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.