მიშელ პლატინიმ უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევა და არ დაესწრება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი არ დაესწრება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ფინალზე მიიწვია, მაგრამ უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთსა და არგენტინას შორის 18 დეკემბერს გაიმართება.