ვლადიმერ ზელენსკი – მზად ვარ, თუნდაც ხვალვე, რინგზე გავიდე პუტინთან ერთად

უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რინგზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად გავიდეს.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„ნამდვილ კაცს, თუ სურს, ვინმეს მესიჯი გადასცეს, ან უნდა მუშტი დაარტყას სახეში, ამას თავად აკეთებს და შუამავლებს არ გზავნის. მზადა ვარ რინგზე გავიდე პუტინთან, თუნდაც ხვალვე“ – განაცხადა ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში.

ასევე, უყრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა კრემლს საშობაოდ დაეწყო უყრაინიდან ჯარების გაყვანა.

ზელენსკიმ ადრე თქვა, რომ პუტინის სიკვდილის შემდეგ, ომი შეიძლება დასრულდეს.

„როდესაც ასეთი ადამიანი კვდება, ყველა დაწესებულება ჩერდება ხოლმე“, – თქვა ზელენსკიმ.