ანი წითლიძე: შიმშილობის მე -5 დღეს ვასრულებ – ჩემზე არ ინერვიულოთ, მხნედ და კარგად ვარ. ვიქნები ყველგან სადაც იქნება ბრძოლის წინა ხაზი

ჩემზე არ ინერვიულოთ, მე მხნედ და კარგად ვარ. ვიქნები ყველგან სადაც იქნება ბრძოლის წინა ხაზი.
ახლა ამ ფორმით, სხვა დროს იმ ფორმით რა ფორმითაც დასჭირდება აქტიურ ბრძოლას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც მეხუთე დღეა პარლამენტში შიმშილობის აქციას მართავს.

#შიმშილობის მე -5 დღეს ვასრულებ.
ეს ახალი გამოცდილება არის ჩემთვის.
ფსიქოლოგიურად მზად შევხვდი ამიტომ ჩემი ფიზიოლოგიაც ჩემს ცნობიერს დაექვემდებარა.
ჩემი შიმშილობა არ არის არც მსხვერპლშეწირვა და არც მოლოდინი იმისი რომ ჩემი და ჩემი მეგობრების მოთხოვნა უპირობოდ შესრულდება რუსული ოცნების მიერ.
ჩემი შიმშილობა უკიდურესი პროტესტის გამოხატვა არის – ქვეყანაში გამეფებულ ზიზღზე, ბოღმაზე, შურისძიებაზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე – იმაზე რასაც გვაჩვევს ეს ხელისუფლება როგორც ჩვეულებრივ ამბავს.
მიშას კადრების გამოქვეყნება იყო ჩემთვის, წარმოუდგენელი დამცირება და შეურაცხყოფა მხოლოდ მიშასი კი არა ყველა იმ ადამიანის ვინც ამ ხელისუფლებას არ ვეთანხმებით.
ეს იყო ზიზღის, შურისძიების, ბოღმის და ანგარიშსწორების ზეიმი.
ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ ჩემი თავის უფრო შემეშინდა რომ არ გავბოროტდე.
მე არ მჯერა ზიზღის, სიძულვილის და ანგარიშსწორების მორევში რომ ვინმე გაიმარჯვებს – ეს სიძულვილის ბუმერანგი ყველას დაგვანგრევს ქოცსაც და ნაცსაც.
ამიტომ სადღაც ზღვარზე ყველა უნდა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ.
მიშა უნდა გადარჩეს – უნდა გადარჩეს იმ ქოცი ამომრჩევლის გამოც ვისაც ეს ხელისუფლება 10 წელია ზიზღით კვებავს.
ჩემზე არ ინერვიულოთ, მე მხნედ და კარგად ვარ. ვიქნები ყველგან სადაც იქნება ბრძოლის წინა ხაზი.
ახლა ამ ფორმით, სხვა დროს იმ ფორმით რა ფორმითაც დასჭირდება აქტიურ ბრძოლას.”- წერს ანი წითლიძე.