ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასების ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ

დღეს, ორშაბათს, მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასების ზედა ზღვირის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჩეხეთმა განაცხადა.

ფასის ზედა ზღვრის შესახებ შეთანხმება ავტომატურად შევა ძალაში იმ შემთხვევაში, თუ გაზის ფასი საკვანძო ვირტუალურ ბაზარზე Title Transfer Facility (TTF) სამი დღის განმავლობაში იქნება მეტი, ვიდრე 180 ევრო/მეგავატ საათი (ანუ 1000 კუბურ მეტრზე 2011 ევრო).

კიდევ ერთი პირობა, რომელიც დაცული უნდა იყოს ფასების ზედა ზღვრის შესახებ შეთანხმების ავტომატურად ძალაში შესასვლელად არის ის, რომ მისი სხვაობა თხევადი ბუნებრივი აირის საშუალო მსოფლიო ფასთან უნდა იყოს მინიმუმ 35 ევრო.