„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დებატებში ვიწვევ, ხალხმა გაარკვიოს ვინ მტყუანია და ვინ მართალი – ამის შეახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დებატებში ვიწვევ. თუ ისინი მართალ საქმეს აკეთებენ, დებატებში ვიწვევ. მოვიდნენ, დასხდნენ და ხალხმა გაარკვიოს ვინ მტყუანია და ვინ მართალი. დებატებს რატომ ემალებიან? ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში, სადაც მეტყვიან, მზად ვარ დავჯდე მათთან ერთად. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. ასეთი ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედებები ვერ უნდა გაბედოს, ვერცერთმა ხელისუფლებამ”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.