რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება აბსოლუტურად უაზროა არსებულ ვითარებაში, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან რიგის სამიტზე გააკეთა.
„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სუნაკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცე მკაფიოა, ისინი მხარს უჭერენ უყრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა“, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.